C ვიტამინის 5 დადებით მხარე სილამაზითვის

პერიოდულად ექსპერტების მხრიდან გვესმის ხოლმე C ვიტამინის მაღალი შეფასებები. რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი? ეს მკვებავი საშუალება უზრუნველყოფს კოლაგენის წარმოქმნასა და მის შენარჩუნებას – კოლაგენს კი ორგანიზმის შემკვრელ წებოს უწოდებენ. ეს ანტიოქსიდანტი განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლძარღვებისათვის, კანის გამკვრივებისა და მისთვის ელასტიურობის მინიჭებისთვის.

თქვენ ორგანიზმში C ვიტამინის მარაგი არ არსებობს და ის ვერ გამოიმუშავებს მას. ამიტომ, ვიტამინის ყოველდღიურად მიღება აუცილებელია. არ გჯერათ? ნახეთ, C ვიტამინის დღიური ნორმა როგორ აისახება დადებითად თქვენს თმაზე, ფრჩხილებსა და კანზე:

აჯანსაღებს თმას

C ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მკვებავი ვიტამინია, რომელიც თმის ზრდასა და გაჯანსაღებას ემსახურება. თუ გსურთ, თმებს საჭირო C ვიტამინის დოზა მიაწოდოთ, ბლენდერით აურიეთ ნახევრად მოხარშული კარტოფილი, ნახევარი ჭიქა ხურტკმელი, 3-4 ცალი მარწყვი და პატარა წითელი პაპრიკის ნახევარი, მიიღეთ კრემის მსგავსი კონსისტენცია. წაისვით ნაზავი თავის კანსა და თმაზე. ნიღაბი გაიჩერეთ 15-25 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ამის მეშვეობით უკეთ გამოვიყურები (და უკეთ ვგრძნობ თავს)

თქვენი კვების რაციონში C ვიტამინს უმნიშვნელოვანესი როლი უკავია რკინის ათვისებაში – რკინას კი თავის მხრივ გრანდიოზული წვლილი შეაქვს სილამაზესა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაში.

ხელს უწყობს ფრჩხილების ზრდას

C ვიტამინი ფრჩხილების სიჯანსაღეს, სიმკვრივესა და სილამაზეს ინარჩუნებს, ამკვრივებს კანს, შემაერთებელ ქსოვილებს, ძვლებსა და სისხლძარღვების კედლებს.

აფერხებს ნუნების გაზრდას

რამდენადაც C ვიტამინი ფრჩხილებს ამაგრებს და ზრდის, ის უხეში ნუნების ზრდისგანაც გიცავთ. C ვიტამინი ფრჩხილის საერთო მდგომარეობაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ამიტომ ხშირად მიირთვით ციტრუსები, რომლებიც მდიდარია C ვიტამინით.

აფერხებს დაბერების ნიშნების გამოვლინებას.

2007 წელ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ საშუალო ასაკის ქალებს, რომლებიც უფრო დიდი რაოდენობით C ვიტამინს ღებულობენ საკვების მეშვეობით, უფრო ნაკლები ნაოჭი და ნაკლებად მშრალი კანი აქვთ. C ვიტამინით მდიდარი სახის ნიღბის ერთ-ერთი ვარიანტია, 1ცალი კივი და ნახევარი პაპაია გაატარეთ ბლენდერში, წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *