ჭამეთ და დაიკელით: კაკალი (თხილი, ნიგოზი, არახისი, წაბლი და სხვ)

თითქოს რაიმე მიზეზი იყოს საჭირო იმისათვის, რომ კაკლის ნაყოფი, (თხილი, კაკალი, წაბლი, არახისი და სხვ) მიირთვათ. ეს ნოყიერი ხილი ხასიათის ასამაღლებელი მაგნიუმით არის სავსე. თუ ორგანიზმს არ აქვს საკმარისი რაოდენობით მაგნიუმი, ტვინის ის ნაწილი, რომელიც მელატონინს აკონტროლებს, მდგომარეობიდან გამოდის, ძილს გირღვევთ. მაგნიუმის ნაკლებობის შემთხვევაში ცხოველები ზამთრის ძილს მიეცემიან ხოლმე, ადამიანების შემთხვევაში კი, მისი ნაკლებობა სეზონურ უქეიფობას (SAD)-ს, დეპრესიასა და ტკბილეულის მიმართ დაუოკებელ ჟინს იწვევს, რაც ზამთარში სინათლის ნაკლებობას ახლავს თან.

2010 წელს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ მაგნიუმზე ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მაგნიუმის დანამატს შეუძლია დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც ძილის პრობლემები აწუხებს. ცდაში მონაწილეობა მიიღო 100-მა 51 წელს გადაცილებულმა ადამიანმა, რომლებსაც უძილობა აწუხებდა. მათ მისცეს დღეში 320 მილიგრამი მაგნიუმი, მეორე ჯგუფს კი, პლაცებო. 7 კვირის შემდეგ, იმ ჯგუფის წევრებს, რომლებიც მაგნიუმს ღებულობდნენ, უკეთ ეძინათ, დამატებით კი მათ საშიში ანთებების დაბალი დონე შეენიშნებოდათ, რაც იმუნური სისტემის ცრუ რეაქციაა გულის დაავადებების, სიმსივნის, დიაბეტისა და ალცჰეიმერის დაავადებების მქონე პირთათვის.

როგორ მივიღოთ საჭირო რაოდენოა: ის საკვები, რომელიც მდიდარია მაგნიუმით, ასევე სასარგებლოა წონის კლებისთვის: პროტეინით მდიდარი თევზი და კაკლისებრნი, ოსპი, სოიო, შავი ლობიო და ბოჭკოთი მდიდარი მარცვლეული, როგორიცაა მაგალითად, ქატო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *