ყოველდღე ლანჩის დროს ერთსა და იმავე საკვებს ერთსა და იმავე ადგილას ყიდულობთ? რატომ არის ეს ცუდი თქვენი ჯანმრთელობისთვის

თუ თქვენ დიდ ქალაქში არ ცხოვრობთ, შესვენებაზე წახემსებისთვის არჩევანი საკმაოდ შეზღუდული გექნებათ. კვლევამ აჩვენა, რომ უმრავლესობა უმეტესწილად ერთსა და იმავე საჭმელს მიირთმევს შესვენებაზე. ჩვენ კვირაში დაახლოებით 30 ლარს ვხარჯავთ შესვენებაზე საჭმელში, ყავასა და საცმაცუნოებზე. ზოგჯერ, შუადღის საჭმელი შეიძლება ფასითაც შეუსაბამო იყოს – სალათებისა და სენდვიჩების ფასები აგაცრემებს ხოლმე.

დიდი რაოდენობით ცუდი საჭმელი

თუ თქვენ ყოველდღიურად სენდვიჩისა და ჩიპსების მოყვარული ხართ, სავარაუდოდ, იმაზე მეტ ცხიმებსა და მარილს ღებულობთ, ვიდრე საჭიროა. გრძელვადიან პროგნოზში, ჭარბი ცხიმი და მარილი შეიძლება გულის დაავადებების მიზეზი გახდეს.

პროტეინის ნაკლებობა

მაშინაც კი, თუ სალათებით იკვებებით, ისინი ჩვეულებრივ მცირე რაოდენობით პროტეინებს შეცავს. მაღაზიებში ნაყიდი სალათების უმრავლესობა მცირე რაოდენობით „ძვირადღირებულ“ინგრედიენტებს და დიდი რაოდენობით იაფფასიან სალათის ფოთლებს შეიცავს. იმისათვის რომ დავნაყრდეთ, საჭიროა საკმარისი პროტეინის მიღება.

შორს ხართ იდეალური კვებისგან

თამანედროვეობის რჩევაა, რომ დღეში 7 პორცია ვეგეტარიანული საკვები მიიღოთ და აქედან მხოლოდ 2 შეიძლება იყოს ხილი. „მიირთვით ცისარტყელა“ – ანუ თქვენს რაციონში შეიტანეთ ბევრი სხვადასხვა ფერის ხილ-ბოსტნეული – წითელი, ლურჯი, შინდისფერი, მწვანე, თეთრი და სტაფილოსფერი ფერის საკვები, ამ ხილ-ბოსტნეულში შემავალ სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს ნიშნავს, რაც სხვადასხვა ფუნქციით ხვადასხვა ორგანოს ჯანმრთელობისთვის არის საჭირო.

მუცლის პრობლემები

თუ შესვენებაზე ერთსა და იმავე პროდუქტს ერთსა და იმავე ადგილას მიირთმევთ, ნაკლებსავარაუდოა, რომ თქვენი ბედნიერებისთვის საჭირო საკმარის საკვებ ნივთიერებებს ღებულობდეთ. ახალი, ფართო დიაპაზონის, დაუკონსერვებელი საკვები პროდუქტები გეხმარებათ მიიღოთ ორგანიზმისთვის საჭირო სხვადასხვა სახის მიკრობი. ეს კი აგაცილებთ ინფარქტს, ინფექციებს, შეამცირებს შესაძლო ალერგიას და დაგეხმარებათ იყოთ მოხდენილი და გამხდარი.

ცვლილებები

მოდით, ვცადოთ გავსინჯოთ რაიმე ახალი, რომელიც სადმე სხვაგან იყიდება. შეცვალეთ ყველი და შაშხი სხვადასხვა სახის თევზით – თინუსით, ქაშაყით, ან სცადეთ კვერცხი, ხაჭო ან ინდაური. გააკეთეთ სალათი ოსპით, ბადრიჯნით, ყავისფერი ბრინჯით და მიირთვით სენდვიჩის ნაცვლად. ამჯერად არჩევანი სუპზე, თევზის ან ხორცის მწარე საწებელზე გააკეთეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცივა. ბევრად უფრო დანაყრდებით, როდესაც მრავალფეროვნებას შეიტანთ და ბევრ ახალ ბოსტნეულს მიირთმევთ დღის განმავლობაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *