როგორ დაშორდეთ მას

ეს მის სახლში გააკეთეთ

ადგილის შერჩევა ურთიერთობის გაწყვეტის დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუკი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მას ხვდებით, საჭიროა ეს პირადი შეხვედრის დროს მოხდეს და არა ტელეფონით. ის იმსახურებს იმის შანსს, რომ თვალებში გიყურებდეთ და ხედავდეს, რომ ურთიერთობის დასრულებისას თქვენ უგულოდ არ იქცევით.

ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ის დაშორებას კამათის, სცენების ან ცრემლების გარეშე დათანხმდება. ნუ გააკეთებინებთ ამას რესტორანში, ეს არც თქვენ მოგეწონებათ და მასაც ნუ გაიმეტებთ. საზოგადოებრივი ადგილები ამისთვის არ გამოდგება.

შესაფერისი დრო გადამწყვეტია

ზუსტად მაშინ ნუკი დაამთხვევთ, როცა ოჯახის რომელიმე წევრი ჰყავს ახალი გარდაცვლილი. არც მაშინ, თუ სამსახურიდან გაათავისუფლეს, ან ზუსტად მას შემდეგ, რაც პირველად გამოგიტყდათ სიყვარულში. ის სია, თუ როდის არ უნდა დაშორდეთ, ძალიან გრძელია, იქნებ ჯობდეს იმაზე ვისაუბროთ, როდის იქნება საუკეთესო დრო ამის გასაკეთებლად: ადრეულ საღამოს (რომ მას შანსი მიეცეს დალიოს, ამ დროს ხომ მისი მეგობრებიც თავისუფალი იქნებიან), როდესაც ფხიზელია, ურთიერთობის გადამწყვეტ, კრიზისულ მომენტებს შორის.

ნურასდროს ეტყვით: „შენ არაფერ შუაში ხარ, ეს ჩემი ბრალია“

დაანებეთ თავი ამ იაფფასიან და მოძველებულ ფრაზებს. თუ არსებობს, რამე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც შორდებით, ღიად უთხარით და ნუ მიედ-მოედებით. თუ მის მიმართ ნდობა დაკარგეთ, მას მერე, რაც მოგატყუათ, ან სხვა ვინმეს ხვდებოდა, მაშინ საკმაოდ გასაგები მიზეზი გქონიათ, რომ დაშორდეთ. თქვით მიზეზი და დაასრულეთ.

თუკი მიზეზი ბევრად უფრო ბუნდოვანია, მაშინ ეს გზავნილი გამოგადგებათ, მამაკაცები ამას უკეთ იღებენ: „ნერვები მეშლება, რომ უნდა გითხრა, მაგრამ მე ახლა საკუთარი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. ეხლა ჩემთვის ის დრო არ არის, რომ ურთიერთობების პასუხისმგებლობა ავიღო თავზე“. ეს სულაც არ ნიშნავს „შენ მე არ შემეფერები“ ან „არ შემიძლია შენთან ყოფნა, რადგან მე თითონ ვარ არეული“. ეს დროის საკითხია და შენ არ გინდა რაიმე სერიოზული ურთიერთობები გქონდეს. კაცებს ეს ესმით.

თქვენ ვერ იქნებით პასუხისმგებელი იმ რეაქციაზე, რომელიც მეორე ადამიანს ექნება დაშორებისას, მაგრამ შეგიძლიათ ეს რაც შეიძლება ნაზად და სათუთად გააკეთოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *