მიირთვით, რომ მუცელზე ცხიმები დაწვათ: რძე

მაშინ, როცა კავშირი კალციუმსა და წონის კლებას შორის ძალიან სუსტია, (ზოგიერთი კვლევით, კალციუმი წონაში სწრაფ კლებას უწყობს ხელს, მაგრამ სხვა კვლევები, უარყოფს ამ კავშირს), აღმოჩნდა, რომ რძე ეხმარება ორგანიზმს მუცლის ცხიმების დაწვაში. 2010 წელ ალაბამას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა ბირმინჰემში, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ჩართეს 100 ქალი პრე-მენსტრუალური სინდრომით. წონაში მნიშვნელოვანი კლება შეინიშნებოდა იმ ქალებში, ვინც კალციუმით მდიდარ საკვებს იღებდა. კერძოდ კი, ყოველ 100 მილიგრამ მიღებულ კალციუმზე დღეში, (ნახევარი ჭიქა იოგურტი), ისინი 2,5 სმ ინტრააბდომინალურ ცხიმს კარგავდნენ. ეს ცხიმები ადამიანის შინაგან ორგანოებს აკრავს გარსს და ამის გამო გულის დაავადებათა და სიმსივნის რისკი იზრდება. მაგნიუმის მსგავსად, კალციუმიც დაგეხმარებათ მშვიდ ძილში, როცა ვერ იძინებთ კუნთების დაჭიმულობისა და ტკივილის გამო, კალციუმი კი კუნთების ნერვის და ქსოვილების რელაქსაციას იწვევს.

ხანგრძლივობა: რძის პროდუქტს შედეგი გამოაქვს, მაგრამ არსებობს კალციუმის სხვა გზით მიღების შესაძებლობაც, როგორიცაა მაგალითად, სარდინები, ფორთოხლის წვენი, სოიოს ხაჭო ტოფუ, და მუქი მწვანე ფოთლების მქონე ბოსტნეული, მაგალითად ისპანახი და ხუჭუჭა კომპბოსტო კალე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *