გრძელვადიანი პარტნიორობის დროს ვნებიანი სქესობრივი ცხოვრების შენარჩუნების საიდუმლო

გრძელვადიანი პარტნიორობის დროს, ალბათ, თავს განსაკუთრებით უსაფრთხოდ, კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობთ, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის ვნებიანი სექსის გარანტი.

მაშინ რა არის? ტორონტოს უნივერსიტეტის უახლესი კვლევის თანახმად, ბედნიერი სქესობრივი თანაცხოვრების საიდუმლო, მძიმე….შრომაშია.

კვლევისათვის მეცნიერებმა გამოკითხეს სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე 1900 ადამიანი და დაინტერესდნენ, რამდენად ბედნიერი და კმაყოფილი იყვნენ თავიანთი სქესობრივი ცხოვრებით. მათი პასუხებიდან გამომდინარე, მკვლევარებმა მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს: ერთი ჯგუფი, რომელიც თვლიდა, რომ სექსუალური დაკმაყოფილება ამ საკითხზე პარტნიორების ერთობლივი ზრუნვის და შრომის შედეგია და მეორე ჯგუფი, რომელიც თვლიდა, რომ სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილება დამოკიდებულია შესაფერისი სექსუალური პარტნიორის პოვნაზე. კვლევამ დაადასტურა, რომ უფრო ვნებიანი სექსი აქვთ მათ, ვინც თვლის, რომ ბედნიერი სექსუალური ცხოვრებისთვის საჭიროა პარტნიორების მიერ ამ მიმართულებით მუშაობა. (მათგან განსხვავებით, ვინც თვლის, რომ ეს ბუნებრივად ხდება მაშინ, თუ პარტნიორი გიყვარს).

კვლევამ ასევე გაარკვია, რომ ქალები აღნიშნულ საკითხს უფრო ხშირად აიგივებენ სულიერი მოკავშირესა და რომანტიკულ იღბალთან, ვიდრე მამაკაცები. კაცები კი უფრო ხშირად თვლიან, რომ კარგი სექსი ბევრ და ხანგრძლივ შრომას საჭიროებს.

ჩვენ ვიცით, რომ გრძელვადიანი კავშირის შემთხვევაში, სექსი ყოველთვის შესანიშნავი ვერ იქნება და რომ სექსუალური ლტოლვა ნელ-ნელა ცხრება. ის პირები, ვინც ამ გამოწვევებს უკეთ უმკლავდებიან ისინი არიან, ვინც სექსს უფრო პრაგმატულად უყურებს და მზად არის იშრომოს უკეთესი სქესობრივი ცხოვრებისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *